სამხრეთ აფრიკაში მომლოცველთა ავტობუსის ხიდიდან გადავარდნას 45 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ აფრიკაში, პროვინცია ლიმპოპოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტობუსი ხიდიდან ხევში გადავარდა და აალდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი 8 წლის ბავშვია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მგზავრები მომლოცველები იყვნენ, ისინი გაბორონედან ქალაქ მორიაში, წმინდა ენგენას ეკლესიაში სააღდგომო წირვაზე მიდიოდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი