"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ" | ჯანდაცვაში კორუფციის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ", - ამის შესახებ ჯანდაცვის სექტორში კორუფციის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი "მთავარ არხთან" საუბრობს.

ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ეს წესით უნდა განხორციელდეს დღეს, როგორც საგამოძიებო ორგანო გვეუბნება. მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ, რომ მტკიცებულებების შესაბამისი სტანდარტი არსებობდეს, ვინაიდან, ამ ელექტრონულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა მოსახერხებელია და არ ხელეწიფება ჰოსპიტალილზაციის მენეჯერებს. აქედან გამომდინარე, მასალებს როდესაც ვნახავთ და ბრალდების დადგენილებას გავეცნობით და მათ შორის, მტკიცებულებებსაც, უფრო ვრცელ კომენტარს ბრალდების დასაბუთებლობასთან დაკავშირებით მოგახსენებთ დამატებით", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.

საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ „ვიანის“ თანამშრომლები, მათი, როგორც გარე კონტრაქტორების მუშაობის სქემა კომპანიისთვის სრულებით უცნობი იყო, - ამის შესახებ კი განცხადებას სააქციო საზოგადოება „ვიანი“ ავრცელებს.

„სააქციო საზოგადოება „ვიანი“ გამოვლენილ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. კომპანია განმარტავს, რომ საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ „ვიანის“ თანამშრომლები. მათი, როგორც გარე კონტრაქტორების მუშაობის სქემა კომპანიისთვის სრულებით უცნობი იყო, რამაც „ვიანს“ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

„ვიანი“ განაგრძობს თანამშრომლობას შესაბამის სამსახურებთან და, თავის მხრივ, აპირებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა დარღვეული უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით. კომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი