პაპუაშვილი EU-ს უნდობლობას უცხადებს | პარლამენტის თავმჯდომარე ანტიდასავლური კამპანიის სათავეში

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის შემდეგ, ანტიდასავლურ კამპანიას პარლამენტის თავმჯდომარე ჩაუდგა სათავეში. შალვა პაპუაშვილი საჯაროდ უცხადებს უნდობლობას სტრატეგიულ პარტნიორებს და ევროკავშირის ლიდერებისგან ახსნა - განმარტებებს მოითხოვს. მორიგი კონფრონტაციის მთავარი თემა  - ევროპული გაერთიანების ერთ - ერთი კრიტიკულად აუცილებელი მოთხოვნაა, სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თაობაზე. სწორედ ეს საკითხი გახდა სტრატეგიულ მოკავშირეებთან დაპირისპირების და შეტევის ახალი ტალღის მიზეზი. პარლამენტის სპიკერის გზავნილები დღეს "ოცნების" დეპუტატებმაც გაიმეორეს და იერიში მიიტანეს ევროპულ სტრუქტურებზე.

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი