ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დაინიშნა

გამოქვეყნდა:

ზელენსკიმ მოლდოვაში უკრაინის ახალი ელჩის თანამდებობაზე ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივნის, ოლექსი დანილოვის კანდიდატურა დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ოლექსი დანილოვი გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ სფეროში. მე დავამტკიცე მისი კანდიდატურა მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენი სახელმწიფოს ახალი ელჩის თანამდებობაზე.", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მოლდოვა უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა  როგორც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი ზელენსკიმ 26 მარტს გაათავისუფლა. დანილოვი თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ალექსანდრე ლიტვინენკომ შეცვალა.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი