რუსეთის აგრესიას უკრაინაში 537 ბავშვი ემსხვერპლა | უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

30 მარტის  მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 537 ბავშვი დაიღუპა, 1273-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების თქმით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:

  • დონეცკის რეგიონში - 524;
  • ხარკოვის ოლქში - 343;
  • კიევის ოლქში - 130;
  • ჩერნიგოვის ოლქში - 72;
  • ლუგანსკის ოლქში - 67;
  • ნიკოლაევის ოლქში - 103;
  • ხერსონის ოლქში - 149;
  • ზაპოროჟიეს ოლქში - 100;
  • დნეპროპეტროვსკის ოლქში -125.  

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი