
Reuters-ის ცნობით, ნიდერლანდების ქალაქ ედეში, ერთ-ერთ ღამის კლუბში, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. მათი რაოდენობა უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ახლომდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. დამნაშავის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
განახლება (15:35): ადგილობრივი პოლიცია ამბობს, რომ სამი მძევალი გათავისუფლებულია, თუმცა ოპერაცია გრძელდება.