
კორონავირუსით ინფიცირებული პირი 4 სექტემბერს კუს ტბაზე "Ciskari Garden"-ის ღონისძიებას დაესწრო, სადაც 1000-მდე ადამიანი იყო. ინფორმაციას ადასტურებენ კაფე-რესტორან ცისკარშიც. კოვიდინფიცირებული ქალი ბათუმის კლასტერიდანაა.
"კორონავირუსი ბათუმში მოგზაურობის მქონე პირს 7 სექტემბერს დაუდასტუდა. ეს ადამიანი 4 სექტემბერს იმყოფებოდა Ciskari Garden-ის სივრცეში მუსიკალურ საღამოზე.
საბედნიროდ ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად დადგენილია ყველა კონტაქტი, Ciskari Garden-ის არცერთი თანამშრომელი არ არის განსაზღვრული ახლო კონტაქტად. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი არ არსებობს განსაკუთრებული შიშისა და შეშფოთების საფუძველი, ვინაიდან Ciskari Garden-ი სრულად ღია სივრცეა, სადაც ნაკლებია შანსი ვირუსის გადაცემის.
ასევე, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ცისკარი და Ciskari Garden ორი დამოუკიდებელი სივრცეა, განსხვავებული კონცეფციითა და განსხვავებული პერსონალით. ცისკარის სტუმრები არ არიან რაიმე საფრთხის ქვეშ და ამ ეტაპზე, არ არსებობს საფუძველი რესტორნის მუშაობის შეფერხების"
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული - 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით კი საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 896 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.