
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო განხილვის თემა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციისა და დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას შორის. პარტიის სათაო ოფისში მასპინძლობისას ახალგაზრდებმა ასევე საქართველოსა და დანიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე ისაუბრეს.
„როგორც იცით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მასპინძლობს დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას .ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ პანელური დისკუსია და პანელური დისკუსიის ფარგლებში, განვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხი, საქართველოში და დანიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა პოლიტიკაში საქართველოსა და დანიაში", - თქვა პარტიის ახალგაზრდულის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ.