რუსეთში დააკავეს ჟურნალისტი, რომელიც ნავალნის პროცესს აშუქებდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, მოსკოვში ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს ჟურნალისტი ანტონინა ფავორსკაია, რომელიც ალექსეი ნავალნის პროცესს აშუქებდა.

მედიის ცნობით, მოსკოვის სასამართლომ 29 მარტს გასცა ბრძანება, რომ ის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე და სასამართლო სხდომამდე, რომელიც 28 მაისამდე არ გაიმართება, პატიმრობაში დარჩება. მათივე ინფორმაციით, ფავორსკაიას ნავალნის ფონდისთვის მასალის შეგროვება, ვიდეოების მონტაჟი და წარმოება ედება ბრალად.

მედია წერს, რომ ჟურნალისტი 17 მარტს დააკავეს. მაშინ, როცა ნავალნის საფლავზე ყვავილები მიიტანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი