ამერიკელი ფილოსოფოსი და პოლიტიკის მკვლევარი, ფრენსის ფუკუიამა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დემოკრატიის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ფუკუიამას აზრით, დემოკრატიის ღირებულებების დაცვა, მათ შორის, საქართველოშიც, მოქალაქეების საქმეა და დემოკრატიის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ შეცდომების გამოსწორება შეგიძლია.
"საქართველოში დემოკრატია თავად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან. არჩევნებში გამარჯვება კვლავაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. უნდა შევახსენოთ ადამიანებს, რამდენად მნიშვნელოვანია იმ ინსტიტუტების არსებობა, რომელიც მათ თავისუფლებას დაიცავს. უნდა შეახსენოთ ხალხს, რა საშინელებაა ცხოვრება რუსეთის მსგავს ქვეყნებში, სადაც არ გააჩნიათ თავისუფლება, უნდა შეახსენოთ ადამიანებს ავტორიტარული მთავრობების რეალურ გავლენებზე, რასაც მივყავართ ომამდე და აგრესიამდე", - ამბობს ფუკუიამა.