საფრანგეთი უკრაინას რაკეტებსა და ასობით ჯავშანმანქანას გადასცემს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი უკრაინას Aster-ის რაკეტებს და ასობით ჯავშანმანქანას გადასცემს- ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ La Tribune-თან ინტერვიუში განაცხადა. მან პირობა დადო, რომ რაკეტები და ჯავშანტექნიკა უკრაინას წელს და მომავალ წელს გადაეცემა.

„ამხელა ფრონტის ხაზის გასამართად, უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ჯავშანტექნიკა (VAB)"  - თქვა ლეკორნუმ.

თავად საფრანგეთის არმია კი ცნობილ ფრანგულ VAB ჯავშანტრანსპორტიორებს ახალი თაობის Griffon-ის ჯავშანმანქანებით ცვლის.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი