"ბუჩას ქუჩებში, ოკუპანტების მიერ მოკლული ჩვენი ხალხის ცხედრები იყო მტკიცებულება, რომ მსოფლიოში არავინ უნდა გადგეს ამ ბრძოლისგან" | 2 წელი ბუჩადან

გამოქვეყნდა:

ბუჩას დეოკუპაციის 2 წლისთავზე, უკრაინის პრეზიდენტი დღეს აღნიშნულ დასახლებაში ჩავიდა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან, მემორიალურ დაფასთან ოკუპაციის დროს მოკლული უკრაინელების ხსოვნის პატივი მიაგო. მემორიალზე იდენტიფიცირებული 509 მოქალაქის სახელია ამოტვიფრული.  

"ამ ომს გლობალური მნიშვნელობა აქვს. ეს არის ომი ჩვენი სახელმწიფოს არსებობის უფლებისთვის და ამავდროულად თითოეული ადამიანის სიცოცხლის უფლებისთვის. ჩვენი ერის ღირსებისთვის და ყველა ერისთვის, რომელიც საკუთარი ბედისკენ ისწრაფვის. 

ბუჩას ქუჩებში ოკუპანტების მიერ მოკლული ჩვენი ხალხის ცხედრები იყო მტკიცებულება, რომ მსოფლიოში არავინ უნდა გადგეს ამ ბრძოლისგან იმიტომ, რომ აქ, უკრაინაში, ჩვენი ხალხის, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი სახელმწიფოს დაცვით, იმარჯვებს კაცობრიობა." აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთის არმია ბუჩაში 2022 წლის 27 თებერვალს შევიდა.  33-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა  ცხრა ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს და 1 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს, მათ შორის 37 ბავშვი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბუჩა 31 მარტს გაათავისუფლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი