ევროკავშირის პრიზი | ბრძოლა რუსულ დეზინფორმაციასთან - თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ დათქმადაა განსაზღვრული ევროინტეგრაციის გზაზე. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიგოთ საიდან მოდის ასეთი დეზინფორმაცია და რა მიზანს ემსახურება?  

ევროპის კონტინენტზე ფაქტებით და მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ანტიდასავლური და შეთქმულების თეორიებით გამძაფრებული დეზინფორმაციის ძირითადი წყარო რუსეთია, მიზანი კი დასავლურ დემოკრატიაში დისონანსის შეტანა, ხალხში ტოტალური უნდობლობის გაღვივება, შემდეგ საზოგადოებრივ აზრის შეცვლა და ბოლოს უკვე ხელისუფლების და პოლიტიკური ელიტის შეცვლა ისეთი ხალხით, რომელიც ან პირდაპირ რუსეთის პოლიტიკას გაატარებს, ან საკუთარი უგუნურებით ხელს შეუწყობს მის ინტერესებს. 

საქართველოში ამგვარი ანტიდასავლური დეზინფორმაციის და შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი თავად ქართული ოცნება, ანუ მმართველი პოლიტიკური ძალაა. ევროპაში მართალია ჩამოყალიბდნენ, რომ ანტიდასავლური და ახლა უკვე ანტიუკრაინული დეზინფორმაცია რუსეთიდან მოდის, მაგრამ მასთან ბრძოლის მეთოდებზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. 

ბალტიისპირეთში რუსულ საინფორმაციო ომს ხისტ კანონებს უპირისპირებენ, მაგალითად, მედია წიგნიერების ამაღლებას ხედავენ გამოსავლად ჩეხეთში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი