
სტამბოლის მერის არჩევნებში მოქმედი მერი, ეკრემ იმამოღლუ ლიდერობს, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოპოზიციაა.
თურქული მედია წინასწარ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ხმების 60%-ზე მეტია დათვლილი და იმამოღლუს დაახლოებით 50%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო მეორე კანდიდატს მმართველი პარტიიდან, მურატ ქურიმს - 41%.
ოპოზიციონერი კანდიდატი ლიდერობს დედაქალაქშიც, "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" წარმომადგენელი მანსურ იავასი, რომელიც ანკარის მოქმედი მერია.
"რესპუბლიკური სახალხო პარტია" ლიდერობს სხვა დიდ ქალაქებშიც - იზმირსა და ანტალიაში. სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის რიგ მუნიციპალიტეტებში კი ტრადიციულად პროქურთული მუშათა პარტია.
დღეს თურქეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, რომელსაც პოლიტოლოგები 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიციად მიიჩნევენ, რადგან მომავალ არჩევნებში ერდოღანი მონაწილეობას აღარ აპირებს.