The Insider-ის ერთწლიანმა გამოძიებამ, 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან თანამშრომლობით, აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუხსნელი ანომალიური ინციდენტები, ასევე ცნობილი როგორც "ჰავანის სინდრომი", შეიძლება გამოწვეული იყოს რუსული "მთავარი სადაზვერვო სამმართველოს" (GRU) ერთ-ერთი ქვედანაყოფის - 29155 - წევრების მიერ გამოყენებული ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით.
"ჰავანის სინდრომი" პირველად საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წელს მოექცა მას შემდეგ, რაც კუბაში 20-ზე მეტი ამერიკელი ოფიციალური პირი ჰავანში ცუდად გახდა აქამდე დაუდგენელი მიზეზებით. ამის შემდეგ 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა გუანჯოუ (ჩინეთის ქალაქი) ან თუნდაც ვაშინგტონი. მსგავსი შემთხვევა 2014 წელს ფრანკფურტშიც დააფიქსირეს.
მათ შორის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ არიან ამერიკელი დიპლომატები, ჯაშუშები, სამხედრო ოფიცრები, კონტრაქტორები, ზოგიერთ შემთხვევაში მათი ცოლები, შვილები და შინაური ცხოველებიც კი.
თავდასხმები ხორციელდება, რასაც The Insider უწოდებს "მიმართული ენერგეტიკული იარაღის" გამოყენებით. მსხვერპებს ჰქონდათ სიმპომები, როგორიცაა ქრონიკული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, გულისრევა, სმენისა და მხედველობის დაქვეითება, ტვინის ტრვამული დაზიანებები, ზოგიერთმა მსხვერპლს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები ჰქონდა, რომ იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ სამსახური.
The Insider, Der Spiegel-თან და 60 Minutes-თან ერთად, შეძლო 29155 ერთეულთან დაკავშირებული ოპერაციების გეოლოკაცია მთელს მსოფლიოში, ანომალიური ჯანმრთელობის ინციდენტების დაფიქსირების წინ ან მათი გამოვლენის დროს.
რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების სხვა გუნდებისგან განსხვავებით, განყოფილება 29155 არ შექმნილა ხალხის თვალთვალის ან ინფორმაციის შესაგროვებლად და მთლიანად ფოკუსირებულია ძალადობრივ სამხედრო ოპერაციებზე.
ჟურნალისტური გამოძიების მიგნებებს შორის არის ის ფაქტი, რომ ამ დანაყოფის მაღალჩინოსნებმა მიიღეს ჯილდოები და დაწინაურდნენ "არალეტალური აკუსტიკური იარაღის" შემუშავებაში გაწეული სამუშაოსთვის, ტერმინი, რომელსაც რუსული დაზვერვა და სამხედრო ლიტერატურა იყენებს ხმის და რადიოსიხშირეზე დაფუძნებული ენერგეტიკული მოწყობილობების აღსაწერად.
დანაყოფის წევრები, რომლებიც ფარულად მოგზაურობენ, დაფიქსირებულნი არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ადგილებში და იმ დროს, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს ანომალური ინციდენტები ხდებოდა.
გამოძიება ერთ-ერთ მსხვერპლად თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის ოჯახის წევრს ასახელებს. სტატიაში ის მოხსენიებულია როგორიც ჯოი (სახელი შეცვლილია) რომელიც ცხოვრობდა თბილისში, დიღმის მასივში, ქმართან ერთად, რომელიც აშშ-ის საელჩოს ოფიციალური პირი - იუსტიციის დეპარტამენტის ატაშე იყო. მედიასთან ის ამბობს, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, მოულოდნელად გაიგო ზარის ძლიერი ხმა, რაც ახსენდება შემთხვევას, როცა ფილმებში აღწერილია გმირის განცდა ბომბის აფეთქების შემდეგ. მას ჰქონდა ყურის ძლიერი ტკივილი, რასაც თავის ტკივილი, შემდეგ კი გულისრევა მოჰყვა.
ჯოი და მისი მეუღლე, ჰანტერი (სახელი შეცვლილია) საქართველოში 2020 წლის თებერვალში ჩამოვიდნენ, კოვიდპანდემიის პერიოდში. ქალი ყვება, რომ მომხდარის შემდეგ ქმარს დაურეკა, შემდეგ კი თავისი ბინის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი შეამოწმა, რათა ენახა, ვინმე ხომ არ იდგა გარეთ. აღმოჩნდა, რომ იმ ოთახის ფანჯარასთან, სადაც ჯოიმ გაიგო უცნაური ხმა, იდგა შავი "მერსედესი", ქალი გარეთ გავიდა და დაინახა მაღალი, გამხდარი, ქერა კაცი და სცადა მისთვის ფოტოს გადაღება, თუმცა უცნობი პირი სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ჯოიმ მხოლოდ მანქანისა და მისი სახელმწიფო ნომრის დაფიქსირება შეძლო და ამის შემდეგ იგივე პიროვნება მხოლოდ 3 წლის შემდეგ ნახა, როცა ალბერტ ავერიანოვის, GRU-ს ცნობილი დივერსიული ჯგუფის, განყოფილება 29155-ის, წევრის ფოტო აჩვენეს. ალბერტი არის ჯგუფის დამფუძნებლის მეთაურის შვილი, ანდრეი ავერიანოვი, 56 წლის, რომელიც ამჟამად არის GRU-ს დირექტორის მოადგილე, ევალება აფრიკაში კრემლის საგარეო პოლიტიკის წარმართვა.
აშშ-ის მთავრობის ორი ოფიციალური პირი 60 Minutes-ს ეუბნება, რომ ალბერტი თავდასხმის დროს მართლაც იმყოფებოდა თბილისში, როდესაც თავდასხმა მოხდა.
როდესაც The Insider-მა დაურეკა ალბერტს, რათა ეკითხა, იყო თუ არა იგი თბილისში ამერიკელ დიპლომატებზე და მათ ოჯახებზე სავარაუდო თავდასხმების დროს,ვმან მოისმინა კითხვა, შემდეგ ზედმეტად აღელვებულმა იკითხა ვინ ესაუბრდებოდა, როდესაც უთხრეს, რომ ეს იყო The Insider-ის მთავარი რედაქტორი, მან მაშინვე გათიშა ტელეფონი.
გამომძიებელი ჟურნალისტები "ჰავანას სინდრომზე" წლებია მუშაობენ. 60 Minutes-ს რობინ გარფილდმა, კომერციის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მისმა მეუღლემ ბრიტა გარფილდმა განუცხადეს, რომ 2018 წელს, მათ გაიგეს უცნაური ხმები ღამით, როდესაც ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ შანხაიში, ჩინეთი. ამას მოჰყვა მეხსიერების დაქვეითების სიმპტომები, მხედველობის დაქვეითება და წონასწორობის პრობლემა, როგორც მათთვის, ასევე მათი შვილებისთვის.
2020 წელს მათ კვლავ ისაუბრეს 60 Minutes-თან და განაცხადეს, რომ მათ კვლავ დაესხნენ თავს, შუაღამისას, ფილადელფიაში, სადაც მკურნალობდნენ ჩინეთში მიყენებული დაზიანებების გამო.
"ღამით ხმაურმა გამაღვიძა და თავიდან მეგონა, რომ სახლში ქურდი შემოიპარა. რომ გავედი ოთახიდან, ბავშვების ოთახში შევედი და საშინელი სურათი დამხვდა - ჩემს ორივე შვილ კრუნჩხვები ჰქონდა. მივედი ერთ-ერთთან, თავი დავდე მის გვერდით და გავიგონე ძალიან უცნაური ბგერა", - ყვება ქალი.
ოჯახი მკურნალობს წონასწორობის, მხედველობისა და მეხსიერების გაუმჯობესებაზე.