უზენაესი სასამართლოს წევრი, ლევან თევზაძე, ე.წ. ვეტინგის სისტემას ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებით მოსამართლეების დამოუკიდებლობა დგება "საფრთხის ქვეშ."
"მე ვფიქრობ, აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ… იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი, პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების დამოუკიდებლობა, იმ კუთხით, რომ მავანს სურს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება...
ამ "ვეტინგებით"… ამ რაღაც რეფორმებით ცდილობენ თავიანთი მიზნების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მე ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსს, იქნება ეს ფეისბუკი, სატელეფონო კომენტარი, პირადი ჩაწერა - გამოვიყენებ იმისათვის, რომ დავიცვათ განცხადების სულისკვეთება იქნება თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა. მე ეთიკური სტანდარტებით ნამდვილად აღარ ვაპირებ შევიზღუდო და ვაიმე დედა, ვერ მივცემ განმარტებას და კომენტარს," - განაცხადა თევზაძემ 11 მარტს ჩატარებული პლენუმის სხდომაზე, რომლის აუდიოჩანაწერებიც "ნეტგაზეთმა" გამოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე და მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს.
მოსამართლეთა კლანი და "ოცნების" ხელისუფლება "ვეტინგს" კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 11 მარტის სხდომაზე მათ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ განცხადებაც მიიღეს.
ამ პოზიციას რამდენიმე მოსამართლე არ იზიარებს.
იხილეთ: