გენოციდი, ომის პროპაგანდა და აგრესიის გამართლება | უკრაინის უსაფრთხოებამ სიმონიანს ბრალდებები დაუმატა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი გენოციდისა და ომის პროპაგანდისთვის ეჭვმიტანილად გამოაცხადა. 

”უსაფრთხოების სამსახურმა დააფიქსირა რუსი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის ახალი დანაშაულები, რომელიც მოუწოდებდა უკრაინელების გენოციდისკენ,” - ნათქვამია SBU-ს განცხადებაში.

ერთი წლის წინ SBU-მ უკვე დაადანაშაულა სიმონიანი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში. ახლა ამ საქმეს კიდევ სამი ბრალდება დაემატა: უკრაინელების გენოციდისკენ მოწოდება, ომის პროპაგანდა და რუსეთის აგრესიის გამართლება უკრაინის წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი