
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საჰაერო დარტყმების სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც მტერმა კიევის წინააღმდეგ განახორციელა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთმა კიევის მიმართულებით 180-ზე მეტი რაკეტა და სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატი გაუშვა.
კერძოდ კი, 5 3M22 Zircon-ის რაკეტა, 11 Kh-47M2 "კინჟალი", 6 ისკანდერი, 3 ერთეული Kh-69 რაკეტა, 1 "კალიბრის" სისტემის რაკეტა, 113 Kh-101 რაკეტა, ასევე "შაჰიდის" ტიპის დრონები.