
რუსეთი ამტკიცებს, რომ დაღესტანში Crocus City Hall-ზე თავდასხმის დამფინანსებლები დააკავეს - რუსეთის უსაფრთხოების ძალების განცხადებით, დაკავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც, მათივე მტკიცებით, კასპიის ზღვაში ტერაქტს გეგმავდნენ, რის შემდეგაც რუსეთის დატოვებას აპირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.