კრემლის სპეცოპერაცია საქართველოში. მოსკოვის მითითებით რუსლი სპეცსამსახური შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების განეიტრალების მცდელობაში არიან მხილებული. საუბარია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ უბანში აკრძალული ულტრაბგერით იარაღის გამოყენებაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას მძიმე და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. სპეც.დავალების შესასრულებლად მოსკოვიდან თბილისში საგანგებოდ იყო მოვლენილი რუსეთის საგარეო დაზვერვის ყველაზე აგრესიული დანაყოფის უფროსის შვილი.
"ინსაიდერისა" და "შპიგელის" საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, რომ თავდასხმის ობიექტი საქართველოში ამერიკელი დიპლომატი ოჯახი იყო. მის მეუღლეს და შვილს, რუსმა აგენტმა დაზიანებები ულტრათნამედროვე ულტრაბგერითი იარაღით მიაყენა. თავდასხმა დიდი დიღომში დიპლომატების დასახლებაში მოხდა. მსხვერპლი დეტალურად აღწერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის აგენტის გარეგნობას და ყვება, რომ ულტრაბგერითი იარაღით იმდენად მძიმე დაიზნება მიიღო, რომ ორი ოპერაცია დასჭირდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი