
თურქეთი უნიკალური პოლიტიკური ცვლილებების წინაშე დგას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. საუბარია ქვეყნის ყველაზე მსხვილ 20-ზე მეტ ქალაქზე სადაც ხელისუფლება ოპოზიციის კანდიდატებმა შეინარჩუნეს ან მოიპოვეს. ხელისუფლების ოპონენტების გამარჯვება იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მარცხი თვად რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც კი აღიარა. მისი მმართველობის 21-თ წლიან ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით დამარცხდა.
ავტორი: დავით კობიძე