Covid 19 "პარაგრაფში"- სასტუმროში მყოფს ვირუსი თბილისში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

პირი, რომელიც გარკვეული პერიოდი სასტუმრო "პარაგრაფში" მუშაობდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას "მთავართან" სასტუმროს წარმომადგენელი ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ინფიცირებული მათი მუდმივი თანამშრომელი არ არის და სასტუმროში დროებით იმყოფებოდა: 

პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა Covid19, არ არის სასტუმროს “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი“-ს  შტატში რიცხული თანამშრომელი და იმყოფებოდა სასტუმროში დრობით. მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან.
აღნიშნულ პირს, ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც იყო მასთან პირდაპირ შემხებლობაში უტარდებათ ტესტირება და ჯანდაცვის სამინისტროს  დადგენილი პროცედურების სრული დაცვით იმყოფებიან იზოლაციაში.
სასტუმროს ტერიტორიაზე კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, სასტუმროს ახლადნელ და მომავალ სტუმრებს მყისიერად მიეწოდებათ ინფორმაცია" ამბობს თამუნა ჯიჯიხია "მთავართან"

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული - 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

45 ახალი შემთხვევიდან  23 აჭარის რეგიონს უკავშირდება.

ბოლო მონაცემებით კი საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1729
  • გამოჯანმრთელებულია - 1321
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 896 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი