Reuters: დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმას IRGC-ის უფროსი მეთაური ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) უფროსი მეთაური, მოჰამად რეზა ზაჰედი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, დაიღუპა კიდევ ოთხი დიპლომატი. თუმცა მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, დაუზუსტებელია. Reuters-ის ცნობით, შემთხვევის ადგილას სირიისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები შენიშნეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა უარი თქვეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე - "ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს უცხოური მედიის ცნობებზე."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი