IDF: "დრონი, რომელიც ეილათის სამხედრო საზღვაო ბაზას მოხვდა, ირანში იყო დამზადებული"

გამოქვეყნდა:

"დრონი, რომელიც ეილათის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მოხვდა ირანში იყო დამზადებული და თავდასხმა ირანის ხელმძღვანელობით იყო განხორციელებული," - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, კონტრადმირმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

მისი განცხადებით, დრონი ერაყიდან ირანის მხარდაჭერილმა მილიციამ გაუშვა.

"ეს ძალიან სერიოზული ინციდენტია", - თქვა ჰაგანიმ და აღნიშნა, რომ IDF-ი თავდასხმის გამოძიებას აგრძელებს, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ეილათის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გეგმავენ.

ეილათის ნავსადგომზე თავდასხმის შედეგად ერთი შენობა დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი