
რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმა იყო. სამთავრობო მედია TASS თათრეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაეხნენ საწარმოებს ქალაქ ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში, დაშავდა მინიმუმ ორი ადამიანი.
"სერიოზული დაზიანება არ მომხდარა, საწარმოების ტექნოლოგიური პროცესი არ შეფერხებულა", - ამბობს რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური.
"ტელეგრამის არხებმა" გაავრცელეს ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს დრონი, რომელიც ეჯახება სამრეწველო შენობას და შემდეგ ძლიერი აფეთქებს ხმა ისმის.