
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი,MI-24 ჩამოვარდა. შემთხვევა გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმეროვკაში მოხდა.
"საჰაერო ძალების სარდალის", ადგურ გუმბას ინფორმაციით, ეკიპაჟის სამივე წევრი გადარჩა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ვეტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
არსებული ინფორმაციით ე.წ. აფხაზეთის არმიას, ორი სუ-27 გამანადგურებელი და ერთი MiG-21 გამანადგურებელი ჰყავს, ასევე ერთი სუ-25 თვითმფრინავი, ხუთი L-39 მსუბუქი თავდასხმის თვითმფრინავი, ოთხი Mi-8 ვერტმფრენი.