
"მინდა მოგმართოთ და განსაკუთრებით მოგილოცოთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე...ისტორია ჩვენს თვალწინ თავისი შეუპოვარი და გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს. ჩვენს გმირ ფეხბურთელებთან ერთად ამ გამარჯვებას ჰყავდა მოედნის მიღმა გმირები - სამწვრთნელო შტაბი, ტექნიკური პერსონალი, ფეხბურთის ფედერაცია, ფეხბურთელების ოჯახის წევრები და, რა თქმა უნდა, ქართველი ქომაგები, რომლებმაც ყველაზე მეტად დაიმსახურეს სიხარულის ეს მომენტი.
მეათე მოწვევის პარლამენტი ამ მოვლენას განსაკუთრებული ემოციით ვხვდებით. ვინაიდან, ჩვენ შორის არიან ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები, მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი, რომლებიც აშენებდნენ ამ გამარჯვების ფუნდამენტს და ამავე დროს ჩვენ შორისაა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი. მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს."
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პლენარული სხდომის გახსნისას.