თათრეთში, ნიჟნეკამსკში დრონი თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

გამოქვეყნდა:

რუსული სახელმწიფო სააგენტო RIA ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვის დროით დილის 4 საათზე დრონი თავს დაესხა "Танеко-ს" ქარხანას, რომელიც თათრეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის ნაწილია.

დრონით თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც 20 წუთის შემდეგ ჩააქრეს. 

ამავდროულად, ნიჟნეკამსკის მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელმა და ნიჟნეკამსკის მერმა რამილ მულინმა განუცხადა TASS-ს, რომ შეაჩერს დრონი, რომელიც თავს დაესხა ნიჟნეკამსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, მაგრამ მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა.

დღეს დილით თათრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საწარმოებს იელაბუგასა და ნიჟნეკამსკში დრონები დაესხნენ თავს. TASS წერს, რომ იელაბუგაში შვიდი ადამიანი დაშავდა საწარმოზე დრონის თავდასხმის შედეგად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი