ე.წ. პრეზიდენტი გაგლოევი "სამუშაო ვიზიტით" რუსეთში ჩადის

გამოქვეყნდა:

"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი "სამუშაო ვიზიტით" რუსეთს ეწვევა. კრემლის მარიონეტის "პრესსამსახურის" ცნობით, "ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი შეხვედრა, სადაც სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილება".

გაგლოევთან ერთად, მოსკოვში ჩავლენ მისი "ადმინისტრაციის უფროსი" ალან მარგიევი და "ვიცე-პრემიერი", "იუსტიციის მინისტრი" ალან ჯიოევი.

გაგლოევი რუსეთს სამი "დეპუტატის" - დავით სანაკოევის, გარი მულდაროვისა და ძამბოლატ მედოევისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის სკანდალის ფონზე სტუმრობს. მათ რუსეთში შესვლა 2049 წლამდე აეკრძალათ, ვითარებასთან დაკავშირებით "სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა" წერილი გაუგზავნა სახელმწიფო დუმას და რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი