ფინეთში, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ფინეთის სკოლაში, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა. ის 12 წლის იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძიმეა დაჭრილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ქალაქ ვანტაას სკოლის საკლასო ოთახში მოხდა. სროლისთვის დაკავებულია ასევე 12 წლის ბავშვი. სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილი სკოლიდან გაიქცა, თუმცა მალევე დააკავეს. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.

 სკოლაში, სადაც სროლა მოხდა, 7-დან 16 წლამდე ასაკის 800 მოსწავლე სწავლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი