"ჩვენ ვემზადებით ომისთვის; თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის" | ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

"არავის არ დაუჯეროთ, რომ ჩვენ გვინდა ომი. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულწრფელად ვლაპარაკობ. თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. ეს ძალიან სწორად არის ნათქვამი" - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება და ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება. 

"თუ იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ვინმე ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ დაგვიწყებენ ქებას, ეს იქნება კატასტროფა", - განაცხადა ლუკაშენკომ. 

მისივე მტკიცებით, ბელარუსი არავის ემუქრება: "ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს დავემუქროთ. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ" თქვა ლუკაშენკომ ქალაქ გროდნოს მაცხოვრებლებისთვის მიმართვისას, სადაც ის ახალი საავადმყოფოს მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი