"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის დამკვეთებამდე აუცილებლად მივაღწევთ | პუტინი

გამოქვეყნდა:

პუტინი ირწმუნება, რომ "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის დამკვეთებს აუცილებლად გამოავლენენ და იპოვიან. პუტინმა განცხადება რუსეთის შსს-ს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ არა მხოლოდ უშუალო დამნაშავეები, არამედ ჯაჭვის ყველა რგოლი და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დამკვეთებამდე”, - აცხადებს პუტინი.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, პუტინი მაინც ამტკიცებს, რომ მომხდარის უკან უკრაინა დგას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი