
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უპილოტო საფრენი აპარატი "ფორპოსტი" ჩამოაგდეს, რომელიც თურქული "ბაირაქტარის" ანალოგია და დაახლოებით 7 მილიონი დოლარი ღირს.
უკრაინის საჰაერო სარდლობა "სამხრეთი" ამბობს, რომ დრონი ოდესის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის ჯარისკაცებმა გაანადგურეს.
სარდლობის სპიკერმა, ილია იევლაშმა განმარტა, რომ უპილოტო თვითმფრინავი "ფორპოსტი" არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონი, არის საკმაოდ დიდი, შესაძლოა მისი გამოყენება დაზვერვისთვის, ასევე, შეუძლია საბრძოლო მასალის გადატანა ორი რაკეტის ან სხვა იარაღის სახით სახმელეთო სამიზნეებზე დასარტყმელად.
"საჰაერო ძალებმა დღეს საკმაოდ კარგ სამიზნეზე იმუშავეს, ასეთი მიზნები იშვიათად გვაქვს, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება", - თქვა მან.