
სიდნეის სანაპიროზე სავარაუდოდ კოკაინის 5 შეკვრა აღმოაჩინეს. დამსვენებელთა მიერ აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ამოიღო.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს არის კოკაინის დიდი პარტიის ნაწილი, რომელიც ავსტრალიის სანაპიროზე დეკემბრის შემდეგ ნაწილ-ნაწილ ირიყება.
დეკემბრის შემდეგ, ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროს გასწვრივ, 250 კილოგრამზე მეტი კოკაინი გამოირიყა. ყველაზე დიდი შეფუთვა 39 კილოგრამიანი იყო. პოლიცია ვარაუდობს, რომ ნარკოტიკი სამხრეთ ამერიკიდან ავსტრალიაში სატვირთო გემით გადაჰქონდათ.