
უკრაინა რუსეთთან ომის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება მეტი დასავლური მხარდაჭერა - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა წუხილი გამოთქვა, რომ კონგრესში, კიევისთვის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი ჩიხშია.
"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვას. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა, რომლითაც პრეზიდენტმა ბაიდენმა მიმართა კონგრესს, უნდა შესრულდეს რაც შეიძლება სწრაფად." - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტის დროს.