თბილისიდან კახეთში ჩასულ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

თბილისიდან კახეთში ჩასულ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულმა თელავის "ევექსს" ვირუსის სიმპტომებით მიმართა.

ექიმი დადასტურებული შემთხვევის, ჭედიას კლინიკის ექიმის კიკნაველიძის კონტაქტია. ინფიცირებული ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა. მას კონტაქტი ჰქონდა მამასთან, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გურჯაანის განყოფილებაში მუშაობს. ამ ეტაპზე კონტაქტების იდენტიფიცირებას ეპიდემიოლოგები ახდენენ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული - 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარის რეგიონს უკავშირდება.

ბოლო მონაცემებით კი საქართველოში:

 

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1729
  • გამოჯანმრთელებულია - 1321
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 896 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი