ოლიგარქის სათადარიგო გეგმა გადარჩენისთვის | მედიის ცნობით, დასანქცირების შემთხვევაში, ივანიშვილი თავშესაფარს ბრაზილიაში ეძებს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქ ივანიშვილის სათადარიგო გეგმა. როგორ აპირებს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი საერთაშორისო სანქციების შემთხვევაში საკუთარი ქონების გადარჩენას და რეალურად არის თუ არა ბრაზილია ის ქვეყანა, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილები დაიდებენ ბინას. ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილი" თავის სტატიაში იმ ვერსიებს განიხილავს, როგორი იქნება ოლიგაქრის მომდევნო სვლა. 

ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი საზრუნავი რომ ამ ეტაპზე საკუთარი ქონების გადარჩენაა, თანხმდება ყველა, "ქართული ოცნების" გარდა. ბრიტანელი ჟურნალისტები იმ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ მოვლენათა არასასურველი სცენარით განვითარებისთვის ოლიგარქი დიდი ხანია ემზადება და ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყეების გადარჩენის ფონდში მილიონების გადარიცხვა შემთხვევითი არ ყოფილა. სავარაუდოდ, სწორედ სამხრეთ ამერიკას განიხილავს ოლიგარქი ყველაზე საიმედო სამომავლო თავშესაფრად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი