"გირჩის" და "ქართული ოცნების" გარიგება ქალების წინააღმდეგ. მმართველი პარტია და ოპოზიციად ცნობილი ჯგუფი შეთანხმდნენ, რომ გააუქმებენ კანონის მოთხოვნას გენდერული კვოტირების შესახებ. ამ წესით საპარლამენტო არჩევნებისათვის შედგენილ პარტიულ სიებში სულ მცირე, 4 დასახელებული კანდიდატიდან ერთი მაინც ქალი უნდა ყოფილიყო. ახლა ასე აღარ იქნება და ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში შესაძლოა მინიმუმამდე შემცირდეს. იმას, რომ ეს პოლიტიკური გარიგებაა, დეპუტატები არ მალავენ. "გირჩის" ამ ინიციატივის მხარდაჭერის სანაცვლოდ თავად "გირჩიც" მხარს დაუჭერს "ქართული ოცნების" ინიციატივას.