
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის სპორტსმენები BRICS-ის ქვეყნების ყოველწლიურ სპორტულ თამაშებში მონაწილეობას ე.წ. "აფხაზური დროშით" მიიღებენ.
"ისინი ბოქსში, ძიუდოში, კარატეში, სამაგიდო ჩოგბურთში, სამბოში, ფრენბურთში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სიმძიმის აწევაში, კალათბურთში, ჭადრაკში და სხვა თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას," - აცხადებენ მედიაში.
BRICS Sports Games-ში, რომელიც 2024 წლის 11 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით ყაზანში გაიმართება, დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან მონაწილეობას 60 სპორტსმენი მიიღებს.
BRICS-ის თამაშები ყოველწლიური შეჯიბრებაა BRICS-ის ქვეყნებს შორის, რომელშიც რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შედის.