„რადგან არ შეეხო 20 ივნისის თემას, ეს უფრო თავდაცვის ინსტიქტი იყო“ - მაკო გომური პრეზიდენტს აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტში 2019 წლის მოვლენებიდან 20 ივნისის შესახებ არ უსაუბრია. სალომე ზურაბიშვილმა 40-წუთიან გამოსვლაში მოქალაქეების დასახიჩრებასა და აქტივისტების დაკავებაზე არაფერი არ თქვა.

20 ივნისის სისხლიანი ღამის შედეგად დაზარალებულ, მაკო გომურს არ გაკვირვებია, რომ პრეზიდენტმა დარბევასთან დაკავშირებით განცხადება არ გააკეთა.

შეეხო სასამართლო სისტემას, შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებს, შეეხო ასე თუ ისე, შეფარულად აქტივისტებს და აქტივიზმს, თუმცა, რეალურად არაფერზე არ ულაპარაკია და არცერთი არ განუხილავს დეტალურად. რაც შეეხება 20 ივნისს, ამ თემაზე საერთოდ არა მარტო დღეს, არამედ არცერთ მის მიმართვაში, მოხსენებაში არ ყოფილა საუბარი, არამარტო მას, არამედ მმართველი პარტიიდან სხვას" - განაცხადა მაკო გომურმა.

მაკო გომურის შეფასებით, თუ სალომე ზურაბიშვილი ამ თემაზე ყურადღებას გაამახვილებდა, უფრო მეტი კითხვა გაჩნდებოდა, რაც სისტემისთვის მიუღებელია.

იმედგაცრუება არ იყო, იმიტომ, რომ დაახლოებით, ვიცი, როგორც მუშაობს მათი სისტემა. იმიტომ, რომ ეს 20 ივნისი მათთვისაც იყო დიდი დაღი და სირცხვილი, იმიტომ, რომ გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებებს, დაასახიჩრეს უამრავი ადამიანი და დღემდე არის უამრავი გამოუძიებელი საქმეები, თუმცაც ჩემი, გიორგის. პირველ რიგში, ჩემი აზრით, რატომაც არ შეეხო ამ თემას, არის ის, რომ შემდეგ უფრო მეტი კითხვა წამოვიდოდა და მეტი ზეწოლა იქნებოდა მათზე და რადგან არ შეეხო, ეს უფრო თავდაცვის ინსტიქტი იყო“ - განაცხადა მაკო გომურმა.

სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია და დღევანდელი მისი გამოსვლაც ამის მაჩვენებელი იყო.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი