ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულთა როდენობას ვერ უმკლავდება

გამოქვეყნდა:

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, აღიარებს, რომ საავადმყოფო ვერ უმკლავდება ინფიცირებულთა რაოდენობას. კლინიკური დირექტორი, გია კიკაბიძე აცხადებს, რომ ონკანში უხარისო წყალი მოედინება, თუმცა ამას წყალკანალს აბრალებს, ასევე საუბრობს მედპერსონალის ნაკლებობაზე.

გია კიკაბიძის განცხადებით, დღეს ჩატარდა სპეციალური თათბირი, რომელსაც მედიკოსების გარდა ტექნიკური პერსონალიც ესწრებოდა და პაციენტებს სადეზინფექციო ხსნარებს დღესვე დაურიგებენ.

რაც შეეხება ზოგადად მდგომარეობას. ამ ეტაპისათვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 109 პაციენტი მკურნალობს. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ცნობისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სულ  ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი აქვს.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული - 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

45 ახალი შემთხვევიდან  23 აჭარის რეგიონს უკავშირდება.

ბოლო მონაცემებით კი საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 729
  • გამოჯანმრთელებულია - 1 321
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 896 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი