
"უკრაინას უნდა ვეხმარებოდეთ იმდენად, რამდენიც საჭირო იქნება... უნდა დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვილნიუსში ვიზიტის დროს განაცხადა.
"ჩვენს წინაშე ძალიან სერიოზული გამოწვევებია, ამიტომ სამ პრიორიტეტს ვხედავ. უნდა გავაუმჯობესოთ ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა, უკრაინას უნდა ვეხმარებოდეთ იმდენად, რამდენიც საჭირო იქნება და უნდა მოვახდინოთ ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება - ფინანსურის, შეიარაღებით მხარდაჭერის, პოლიტიკური მხარდაჭერის და ა.შ. ასევე, უნდა დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან", - ამბობს მიშელი.