1 კვირაში სწავლა იწყება, ყველა მშობელს ვთხოვ დაიცვან რეკომენდაციები - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მშობლებს თხოვს, მაქსიმალურად დაიცვან ის რეკომენდაციები რაც სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა.

ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა, ყველა მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები რაც უკვე გაცემულია. იქნება ეს 20, 25, 30 თუ 45 [ახალი შემთხვევა] ყველაფერი, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სრულად კონტროლირებადი და მართვადი, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, გარდა ბათუმისა და ქობულეთისა, სწავლა სკოლებში 15 სექტემბერს განახლდება. სამინისტრომ მოსწავლეებისა და სკოლებისთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა. 

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები მოსწავლეებისთვის შეგიძლიათ ნახოთ აქ.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებისთვის შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი