"რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ არაფერი დაგვიშავებია" | ფაშინიანი

გამოქვეყნდა:

"რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ არაფერი დაგვიშავებია," - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტნიორები ვერ მიუთითებენ რაიმეზე და ვერ იტყვიან, რომ სომხეთმა რაიმე ვალდებულება არ შეასრულა.

"ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ და აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს და ველით ამ ლეგიტიმურ კითხვებზე არსებით პასუხებს. რადგან ეს პასუხი არ გაკეთებულა, რაც არ უნდა თქვან, ეს საკითხს ვერ მოაგვარებს," - განაცხადა ფაშინიანმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი