"მედკაპიტალის" ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

თბილისში "მედკაპიტალის" ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკაში ექიმი 2 დღის წინ, მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ის  2 დღის განმავლობაში, ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა და პაციენტებსაც იღებდა, განმეორებითი ტესტირება კი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც ინფექცია მისი ოჯახის წევრს დაუდგინდა; ინფიცირებული თანამშრომლის მიუხედავად, კლინიკა ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

თანამშრომელს აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია, 2 დღის განმავლობაში  იყო უსიმპტომო, დაიტესტა და ტესტის შედეგად გამოვლინდა დადებითი პასუხი. კლინიკაში მუშაობდა, მაგრამ  მუშაობის დროს სიმპტომები არ აღენიშნებოდა. შაბათს უკვე იყო ანალიზის პასუხი დადებითი, შაბათსვე კლინიკაში გაკეთდა დეზინფექცია, ის კონტაქტირებული პირები ვინც უშუალო კონტაქტში იყვნენ მასთან, გადავიდნენ თვითიზოლაციაში- ამბობს

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული - 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

45 ახალი შემთხვევიდან  23 აჭარის რეგიონს უკავშირდება.

ბოლო მონაცემებით კი საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1729
  • გამოჯანმრთელებულია - 1 321
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 896 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი