რუსეთის აგრესიას უკრაინაში 538 ბავშვი ემსხვერპლა | უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

3 აპრილის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 538 ბავშვი დაიღუპა, 1 280 -ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:

დონეცკის რეგიონში - 524;
ხარკოვის ოლქში - 344;
კიევის ოლქში - 149;
ჩერნიგოვის ოლქში - 72;
ლუგანსკის ოლქში - 67;
ნიკოლაევის ოლქში - 103;
ხერსონის ოლქში - 149;
ზაპოროჟიეს ოლქში - 100;
დნეპროპეტროვსკის ოლქში -130.  

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი