აჭარის შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემოსავლების სამსახურის ცნობით,  ბათუმის  გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას, 185 პირს, სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდა, ამასთან, მიზნობრივი, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ 99 მებაჟე ოფიცერს.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის  საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად კიდევ განხორციელდება“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამოვლენილი 45 ახალი შემთხვევიდან  23 აჭარის რეგიონს უკავშირდება

ბოლო მონაცემებით კი საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 729
  • გამოჯანმრთელებულია - 1 321
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 896 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი