შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებას, რომ ბრალდებულებმა მტკიცებულებები გააქრეს, ბრალდებულების ადვოკატებმა უპასუხეს. უფლებადამცველების შეფასებით, ამ განცხადებით სახელმწიფო ბრალდება აღიარებს, რომ არ აქვს სთანადო მტკიცებულებები:
ბრალდების მხარემ სრულიად აბსურდული მსჯელობა განავთარა, რომ თითქოსდა გენეტიკური ექსპერტიზა არის 100%-იანი მტკიცებულება. მე მინდა აქედან შევუთვალო ბატონ პროკურორს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა სასამართლო მას აფასებს რელევანტურობასა და უტყუარობასთან მიმართებით-ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.
პროკურორმა დღეს იმ გარემოებაზეც მიანიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოში მისულ თითქმის ყველა ბრალდებულს ნიმუშების აღების მომენტისთვის ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა. საქმის პროკურორს გაგნიძის ადვოკატი პასუხოს, მისი თქმით, დაჭრილი ფრჩხილები კვალის წაშლას არ ნიშნავს.
არჩილ გაგნიძემ ჩააბარა ყველა ნიმუში, რაც მოსთოხვეს, ის რომ ფრჩხილები ჰქონდა მოჭრილი არ შეიძლება შეფასდეს, რომ თითქოს მან რაღაც დაამალა. ამ დასკვნებით არანაირი შემხებლობა არ დადასტურდა. პირიქით დადასტურდა რომ არც შაქარაშვილის ფრჩხილებში აღმოჩნდა ბრალდებულების კვალი და არც პირიქით ბრალდებულების ტანსაცმელზე შაქარაშვილის კვალი-ამბობს არჩილ გაგნიძის ადვოკატი გიორგი გელხაური.
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა დღეს, 8 სექტემბერს თქვა, რომ საქმეზე ბრალდებულებმა ყველა მტკიცებულება წაშალეს. მან ასევე განმარტა მიზეზები, რის გამოც კომპლექსური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის მიხედვით, ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალა არ აღმოაჩნდათ.
პროკურორი მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო ორგანოში მისულ თითქმის ყველა ბრალდებულს ნიმუშების აღების მომენტისთვის ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა.