ქალები ბუტკაშიო... თურმე არ უნდა ვიცოდეთ როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, თუ ყოფილი პრემიერები, მთავარია მდიდარი დედ-მამა ჰყავდეთ | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რუსული კანონის ინიცირებით ოცნების ხელისუფლებამ უარი უთხრა ევროპას და იმ აუცილებელი რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს განუსაზღვრა.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ უარი უთხრა იუსტიციის რეფორმას - "მურუსიძეს და ჩინჩალაძეს არ გავწირავთო, საქართველოს ევროპული მომავლის სანაცვლოდაც კი".

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ უარი უთხრა სამართლიან არჩევნებსაც, როდესაც ემიგრანტებისთვის დამატებით საარჩევნო უბნების გახსნას არ დათანხმდა:

"არა ქალების უფლებებს და არა იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე, უკან-უკან წავიდეთო და ქალები ბუტკაშიო;

არა- ანტიკორუფციულ ზომებს. პირიქით, თურმე არ უნდა ვიცოდეთ როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები თუ ყოფილი პრემიერები, მთავარია მდიდარი დედ-მამა ჰყავდეთ, ან შვილები , ან ძმები და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს..." აღნიშნა პრეზიდენტმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი