
ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ტაივანში, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 900-ზე მეტი, 50 კი დაკარგულად ითვლება.
მეხანძრეების თქმით, ქალაქ ჰუალიენის მახლობლად გვირაბებში ჩარჩენილი დაახლოებით 70 ადამიანის ევაკუირება უკვე განახორციელეს. თუმცა მათ კონტაქტი დაკარგეს ოთხ მიკროავტობუსში მყოფ 50 ადამიანთან.
მაშველები სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ტაივანის ოფიციალური უწყების ცნობით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კუნძულზე ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა.